დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1067აგ-13 22 იანვარი, 2014 წელი
ა-ი გ.- №1067აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით გ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით – 11 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით;
სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, გ. ა-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2006 წლის 28 თებერვლიდან - დაკავების დღიდან.
იმავე განაჩენით ზ. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 24, 108–ე მუხლით – 10 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, ზ. ო-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2006 წლის 28 თებერვლიდან - დაკავების დღიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩა უვლელად, ხოლო ზ. ო-ის მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
ზ. ო-ს მოეხსნა საქართველოს სსკ–ის 24, 108–ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 8 წელი, 8 თვე, 5 დღე და გ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2008 წლის 23 ივნისიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქრთველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, 236-ე მუხლის 1-ლი და 236–ე მუხლის მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან;
გ. ა-ს იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსკ–ის 108–ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 11 წელი და სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2006 წლის 28 თებერვლიდან;
მასვე ¼-ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი, 6 თვე და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2008 წლის 23 ივნისის მდგომარეობით – 5 წელი, 11 თვე და 4 დღე და საბოლოოდ გ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 23 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-მა, რომელმაც ითხოვა 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა, იმის გამო, რომ მას საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლით შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ითხოვა განაჩენიდან ამ მუხლის ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ა-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ანდა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება. რაც შეეხება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს, რითაც იგი უარყოფს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლით შერაცხული დანაშაულის ჩადენას და ითხოვს უკვე გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული მტკიცებულებების ხელახლა შემოწმებას, ანუ ფაქტობრივად, საქმის ხელახლა განხილვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან მსჯავრდებული არ მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი გ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი