თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ანდა იმავე მიზნით მისი სამსახურში გამოუცხადებლობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით;
ბ) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: სამხედრო მოსამსახურე ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3536
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
- საქმე №ბს-67(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
…24.10.2024 წლის №ბს-426(კ-24) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დ.დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაწილობრივ გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლით, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, მხოლოდ ამ მუხლით ბრალდების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო დ.დ-ის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.
- საქმე №2კ-1089აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2024
დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
- საქმე №1აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2023
მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-662აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2021
ხ–ი არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენენ მხოლოდ სამხედრო წვევამდელი და სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე;
- საქმე №2კ-366აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.03.2021
იგი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე;
- საქმე №2კ-36-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2018
- საქმე №2კ-168აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2017
- საქმე №2კ-100აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2017
- საქმე №1192აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2014
- საქმე №2კ-1432-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2013
- საქმე №2კ-26აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2012
- საქმე №2კ-324აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2011
- საქმე №2კ-68აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2011
- საქმე №2კ-1011აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2011
- საქმე №2კ-989აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2010
- საქმე №2კ-446აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2010
- საქმე №365საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2008
- საქმე №2კ-793აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2008
- საქმე №2კ-1255აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2008
- საქმე №2კ-303აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2006
- საქმე №2კ-467აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2006
- საქმე №2კ-319აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2006
- საქმე №2კ-502აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2005
- საქმე №2კ-420აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2005
- საქმე №2კ-209აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2005
- საქმე №2კ-59-I-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2005
- საქმე №2კ-187დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2004
- საქმე №2კ-6-I-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2003
- საქმე №2კ-11აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2003
- საქმე №330100115001081261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №160100118002405704 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №351100112002567854 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330310017002073257 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №330100115001081261 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება