თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სასაზღვრო განაწესის შემადგენლობაში შედის ან ასრულებს სასაზღვრო სამსახურის სხვა მოვალეობას, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სახელმწიფო უშიშროების ინტერესის ხელყოფა, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-46-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2023
გ-ს მიმართ დაიწო სისხლისსამართლებრივი დევნა და მას ბრალად დაედო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გამოიხატა შემდეგით: 1.1.1.
- საქმე №2კ-5-I-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2005
ა-ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960წ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ქ.
- საქმე №2კ-276დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2004
ა-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 334-ე და 273-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1960 სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითა და 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ქ.
- საქმე №2კ-115კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2003
…სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ივლისის განაჩენით რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლით; 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით; 392-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით; 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ.ბერიძეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
- საქმე №100210018002242618 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2018
სამართლებრივი თვა-–საზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება