თავი XLVI — დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, –
ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-202აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2017
…მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით, 397-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 399-ე მუხლით. 3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენით: ვ.
- საქმე №18აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2015
კ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, ასევე გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის…
- საქმე №1286აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2014
გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6…
- საქმე №2კ-482აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2009
წელს, ნასამართლობის მქონე (წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის,,ა» ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით) ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის,,ა» და,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
- საქმე №2კ-1560აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.12.2007
რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 397-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (ძვ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება