თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. საქართველოზე უეცარი თავდასხმის დროულად გამოვლენისა და მოგერიების ანდა მისი სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სახელმწიფო უშიშროების ინტერესის ხელყოფა, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე.
3. საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-16-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
…დამატებითი რაიონული და სესიების მოსამართლის – ანშუ შუკლას – მიერ გაცემულ იქნა ვ. გ.ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ინდოეთის რესპუბლიკის იარაღის შესახებ 1959 წლის კანონის 25-ე მუხლთან ერთობლიობაში 1860 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 392-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი საშიში იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-115კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2003
…სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 15 ივლისის განაჩენით რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლით; 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით; 392-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით; 393-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ.ბერიძეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება