თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა, რამაც ყარაულის (ვახტის)/სამხედრო მოსამსახურის დასაცავი ობიექტის დაზიანება გამოიწვია, −
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3536
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-1160აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2007
ს-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 394-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-112აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2004
ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, 394-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე განაჩენით სსკ-ის 375-ე მუხლითა და 394-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი დ.
- საქმე №100210018002242618 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2018
სამართლებრივი თვა-–საზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება