დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1560აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1560აპ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ას, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ნ-ას, მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ის, მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

რ. ბ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 25,339-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ რ. ბ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 იანვრიდან;

კ. ჯ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ კ. ჯ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 იანვრიდან;

ზ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 397-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ზ. ჩ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 23 იანვრიდან;

ჯ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 333-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით მსჯავრდებულების _ რ. ბ-ას, კ. ჯ-ას, ზ. ჩ-სა და ჯ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს --- სამინისტროს 2005 წლის -- თებერვალს ¹-- ბრძანებით – რ. ბ-ია 2003 წლის იანვრიდან დაინიშნა მე-- ქვეითი ბრიგადის ნაწილის ¹-- ---ის თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ. 2005 წლის ოქტომბერში, გამოძიებით დაუდგენელ დღეს, რ. ბ-სათვის ცნობილი გახდა მისდამი დაქვემდებარებულ --- ბატარეაზე რიცხული სპეცავტომანქანებიდან საწვავის, -- ლიტრი ბენზინის დაუდგენელ პირთა მიერ ფარულად დაუფლების ფაქტი, რა დროსაც განიზრახა --- ბატარეის ---ის, ჯ. ს-ის წაქეზება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემაში. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე თვეში, ძიებით დადუგენელ დღეს, რ. ბ-ია შეხვდა ჯ. ს-ეს, რომელსაც განუცხადა, რომ იმისათვის, რათა საწვავის ქურდობის ფაქტის გამო ეს უკანასკნელი არ დასჯილიყო, საჭირო იყო კონკრეტული თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 800 ლარის გადახდა. რ. ბ-ას წაქეზებულმა მე-- ბატარეის ---მა ჯ. ს-ემ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ,,---» ბანკიდან სესხის აღებისა და თანამშრომლების მხრიდან ფულადი დახმარების გზით შეაგროვა 750 ლარი და ზემოაღნიშნულ პერიოდში ნაწილ-ნაწილ მისცა სამხედრო ნაწილის ¹-- --- რ. ბ-ას კონკრეტული თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით მისაცემად. რ. ბ-ამ, როგორც მოხელემ, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მისაღებად, ნაცვლად იმისა, რომ საწვავის ქურდობის შესახებ განეცხადებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, მოტყუებით წააქეზა რა ბატარეის --- ჯ. ს-ძე ქრთამის მიცემაში, ამ გზით მიიღო გამორჩენა 750 ლარის ოდენობით.

2006 წლის -- იანვარს რ. ბ-სათვის ცნობილი გახდა, რომ იმავე წლის იანვრის პერიოდისათვის დაუდგენელი პირები მე-- და მე-- ბატარეის ---ში უკანონოდ შეღწევით ფარულად დაეუფლნენ «---» მარკის სპეცავტომანქანების საბურავს და «ვესტას» ტიპის აკუმულატორს, ანუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. იმის ნაცვლად, რომ აღნიშნულის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მან არსად არ განაცხადა ამის შესახებ, ხოლო იმავე წლის -- იანვარს ნაწილის ---სს _ კ. ჯ-ას და თავის მეუღლეს _ ე. ბ-ას ბეჭდების და შტამპების გადაბარების ჟურნალში უკანა რიცხვით, 2006 წლის -- იანვრისა და -- იანვრის თარიღებით, შეასრულებინა ყალბი ჩანაწერი --- ზ. ჩ-ის მიერ --- ლუქის ჯ. ს-საგან ჩაბარების და ამავე ლუქის შემდეგში უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნულზე ზ. ჩ-ემ და ჯ. ს-ემ მოაწერეს ხელი, რითაც რ. ბ-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე და, ამასთანავე, წინასწარ შეუპირებლად დაფარა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული _ საბურავებისა და აკუმულატორების საცავში უკანონო შეღწევის გზით ქურდობის ფაქტი.

რ. ბ-ას იყო რა მოხელე, სამსახურებრივად ევალებოდა მისდამი დაქვემდებარებულ ნაწილზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე კონტროლი და ამ სფეროში სათანადო ბრძანების გაცემა. მან არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, იცოდა რა, რომ მე-- ბატარეის --- ჯ. ს-ძე სისტემატურად ამატებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და შესაბამისი ბრძანების გაფორმების გარეშე --- ზ. ჩ-ეს გადასცა ¹-- ლუქის ბეჭედი, რითაც ილუქებოდა მის დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკა. აღნიშნული ფაქტის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რ. ბ-ია არ აფორმებდა შესაბამის ბრძანებას ლუქის გადაბარების შესახებ, კერძოდ, მიმდინარე წლის -- იანვრის ბრძანებით, ჯ. ს-ძე გაშვებულ იქნა მოკლევადიან საქორწინო შვებულებაში. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად, არ გამოსცა ბრძანება ჯ. ს-ზე რიცხული ¹-- ლუქის სხვა მოხელეზე გადაბარებისა და ამ მოხელეზე უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, რითაც ისარგებლა ჯ. ს-ემ და ლუქი ყოველგვარი ბრძანების გარეშე გადასცა --- ზ. ჩ-ეს, რომელმაც აღნიშნული ლუქი გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად, რამაც საქართველოს --- სამინისტროსა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მძიმე შედეგი გამოიწვია _ --- ტექნიკა გამოყვანილ იქნა მწყობრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. ბ-ას დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 25-339-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება.

რ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ რ. ბ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

კ. ჯ-ას მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება.

კ. ჯ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 342-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ კ. ჯ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან და დაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით (ახ. რედაქცია).

ზ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით (ახ. რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 397-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) საფუძველზე ზ. ჩ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 333-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განაჩენის დადგენილებითი ნაწილის მეთოთხმეტე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

ჯ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 333-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ კ. ჯ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. გ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ჯ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმის მასალებით არ დასტურდება კ. ჯ-ას მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა. განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთადერთი მოწმის _ ჯ. ს-ის ჩვენებას, რომელმაც თავისი თავისუფლების სანაცვლოდ მისცა კ. ჯ-ას მამხილებელი ჩვენებები. რაც შეეხება კ. ჯ-ას ბრალს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენაში, არც საბრალდებო დასკვნასა და არც განაჩენში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი, თუ რაში გამოიხატა მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ნ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. ჩ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი; განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ბრალდების ვარაუდს და არა _ მყარ, კონკრეტულ მტკიცებულებებს.

მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ბ-ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ას გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმის მასალებით არ დასტურდება რ. Bბ-ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

Mსჯავრდებულ რ. ბ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვსდ განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ას გამართლბას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ჯ. ს-ის ჩვენებებით, დაზარალებულის წარმომადგენლის _ კ. გ-ის ჩვენებით, მოწმეების _ მ. ჩ-ას, ე. ლ-ის, ნ. ჩ-ის, თ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქმეში არსებული ფოტომასალებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულების _ რ. ბ-ას, კ. ჯ-ას, ზ. ჩ-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მათ განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ჯ. ს-ეს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ ჯ. ს-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. ჩ-ძე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 397–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით (ახ. რედაქცია), 341-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. ჩ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 397–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით (ახ. რედაქცია), 341-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ რ. ბ-ას, კ. ჯ-სა და ჯ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.