თავი XLVI — დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ
1. საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-713-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
…მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 ნაწილის „კ“ პუნქტის მოთხოვნებს, რამაც კონკრეტული შეჯახება განაპირობა. 5.ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დანაშაულზე გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის მესამე ნაწილით. - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით პროკურორსა და ა.კ–ს შორის დადებული…
- საქმე №ას-465-433-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სამინისტროს მძღოლი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა;
- საქმე №330210115001009388 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ, 2013 წლის 2 მაისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე, რაც 2014 წლის 1 აპრილის დადგენილებით დაკვალიფიცირდა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება).
- საქმე №330210019003368011 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.04.2020
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულზე გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება