თავი XLVI — დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ
1. გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან, რადიოაქტიურ, ფეთქებად ან სხვაგვარ ნივთიერებასთან ანდა საგანთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, სამხედრო ტექნიკის განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
კარი მეთოთხმეტე
დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
თავი XLVII
დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №106აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2021
სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-1350-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2013
ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
- საქმე №2კ-609აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2012
…ჩამორთმევა 1 წლით; სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა» ქვეპუნქტით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლით; სსკ-ის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ-ის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება