თავი XLVII — დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ
განადგურების
იარაღის
დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი
ან
გადაგზავნა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 26.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4027
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-105აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2001
ყ-შვილის მიმართ სამთვიანი საპატიმრო ვადა ამოიწურა 2000 წლის 22 ოქტომბერს, მას საქმის მასალების გასაცნობად წარუდგინეს 23 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად კი ბრალდებულის და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დროდ არ ჩაითვლება წინასწარი გამოძიებისა და ბრალდებულის პატიმრობაი ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება