თავი XLVII — დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ
1. შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
3. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-146დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2004
სსკ-ის 661-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულს მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის სანქცია შემსუბუქებულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება