საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2009
საქმის ნომერი
2კ-482აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹482აპ-09 ქ. თბილისი

18 სექტემბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ.კ დამცველის, ადვოკატ ი.მ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენით მ.კ _ დაბადებული ... წელს, ნასამართლობის მქონე (წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით) ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. იმავე განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ.კ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მ.კ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მსჯავრდებულ მ.კ სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 11 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით ძებნილი ნ.კ, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე დარჩა უფლება, სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ან მისი დაკავებიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მ.კ მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. იმავე განაჩენითAმსჯავრდებულ მ.კ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით _ შეუმცირდა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რის შედეგადაც მსჯავრდებულ მ.კ სასჯელის საბოლოო ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ მ.კ მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ.კ დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ნაწილის მესამე ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.კ დამცველის, ადვოკატ ი.მ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.