თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
სახელმწიფო ტყის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება, ტყის სანერგესა და პლანტაციაში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის
კანონი №2196
–
ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.05.2020 კანონი №5961
- 20.04.2018 კანონი №2196
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-411-408(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, 230-ე, 236-ე, 264-ე მუხლების, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64.1, მე-13, 1-ლი, მე-2 მუხლების საფუძველზე, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული საფუძვლები, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის კანონისმიერი წინაპირობები და სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდების წესი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება