თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება ან მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
[მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3434
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-565-534(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2007
…ინტერესებს, რაც დამატებით ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ვადებულებას აქტის მიღებისას დაეცვა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, მიეცა მოსარჩელეებისათვის თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. სასკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.
- საქმე №190310019002929633 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2020
…დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1--- ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველოსბის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტის, სზაკ-ის 202-ე მუხლის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების, ამავე გადაწყვეტილების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება