1. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
2. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მის ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
3. წყალდაცვითი ზოლის მიწები საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაეცემათ საქართველოს მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებს სამინისტრო.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6902
- 25.03.2013 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-763(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. მითითებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, (1) წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით;
- საქმე №ბს-45(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში.
- საქმე №ბს-979(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
…ტერიტორიაზე არსებული და გამავალი არხების წყლები (7.4 მუხლის „ა“ ქ/პ), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
- საქმე №330100114567524 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
დამცველების განმარტებით, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, „წყალდაცვითი ზოლის მიწები შიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის…
- საქმე №010310016001405738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
ეს ასეც რომ იყოს, მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება მაინც არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთზე, რამდენადაც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების შემდეგი წესი: 1.
- საქმე №110310019003111033 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №050310018002562668 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №330310018002518420 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.10.2018
- საქმე №140310018002435614 · გორის რაიონული სასამართლო · 26.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება