1. მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
2. წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს.
3. მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:
ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი;
ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი;
გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი;
დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.
4. ამ ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;
გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება.
5. წყალდაცვით ზოლში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის გაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3007
– ვებგვერდი, 12.01.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3007
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
…კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
- საქმე №ბს-853(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
ხსენებული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. „წყლის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
- საქმე №ბს-723(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-7, მე-20 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N440 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლზე და ცალსახად მიიჩნევს, რომ წყალდაცვით ზოლში საკუთრების უფლება აკრძალული არ არის.
- საქმე №ბს-1034(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
ამასთან, კასატორი მიუთითებს „წყლის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი ტერიტორია მოქცეულია მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზონასა და უჯებირო ნაპირის შეზღუდვის არეალში.
- საქმე №ბს-66(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…უფლებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
- საქმე №2კ-316აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2021
- საქმე №2კ-639აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-51-51(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2018
- საქმე №2კ-410აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2017
- საქმე №2კ-364აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2017
- საქმე №2კ-422აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-414აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2017
- საქმე №2კ-399აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2017
- საქმე №ბს-434-415(2კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2006
- საქმე №2კ-428აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100114567524 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №330100114507569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №330100114566508 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №010310016001405738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №110310019003111033 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №050310018002562668 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №820310017002193863 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 21.08.2019
- საქმე №330100114567524 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.12.2018
- საქმე №330310018002518420 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.10.2018
- საქმე №330100114507569 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №330100114566498 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №330100114566534 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება