თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
2. (ამოღებულია – 25.03.2013, №453
).
3. (ამოღებულია – 25.03.2013, №453).
4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.
[მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
1. საერთო წყალსარგებლობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის პირობების დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.
3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, ასევე, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებების (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტის დატვირთვის ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
4. ამ მუხლის პირველ−მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3434 – ვებგვერდი, 20.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3434
- 25.03.2013 კანონი №4
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1264-1193-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2012
…თავმჯდომარის მიმართ). სასამართლომ ასევე არ გამოიყენა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, საკანონმდებლო აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-60 მუხლი წყალსარგებლობის წესების დარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- საქმე №3გ-ად-475-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2003
ს-ა აღნიშნულ არცერთ კატეგორიათა რიგს არ განეკუთვნება, კანონის 1-ელ მუხლში მოცემულია სუბიექტთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლის განვრცობითი განმარტება არ დაიშვება, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების, მოხუცებულობის პენსიაზე…
- საქმე №3გ-ად-239-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2003
ვ-ი აღნიშნულ კატეგორიათა რიცხვს არ განეკუთვნება, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანიშვნის უფლება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება