1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 71 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლითა და შესაბამისი გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №797 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №797
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი პირების მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებადებულებანი 1. პირი, რომელზედაც ამ კანონით გათვალისწინებული,გათვალისწინებული სპეციალურ წყალსარგებლობაზე სანებართვო რეჟიმის ამოქმედებამდე,ამოქმედებამდე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, სპეციალურ წყალსარგებლობას ახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობებისპირობები ცვლილების ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისწყალაღება საჭიროების შემთხვევაში, ისე, რომ არ იცვლებახდებოდეს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები,პირობის ცვლილება, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა უნდა აიღოს ამ კანონით დადგენილი წესით. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შემთხვევაში ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლით დადგენილი წესით. 2. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობებისპირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული,განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში,ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 121 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს იმავე კოდექსის 71 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული,განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია. წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლისმუხლითა მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის რესურსების მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება