თავი VII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
პლანტაციური მეურნეობის მოწყობის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის სატყეო, სპეციალური დანიშნულების, განსაკუთრებული დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.05.2020 კანონი №5961
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-237(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
…პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ…
- საქმე №ბს-1335(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
N57 დადგენილების 36-ე, 65-ე და 66-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ლ. გ-ემ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა,…
- საქმე №ბს-551-548(გ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
…იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი; ამასთან, მე-4 ნაწილით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავე კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების…
- საქმე №010210016001533066 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
…საქართვეოლოს კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილს, დასახელებულმა ნორმამ მოსარჩელეს უფლება მიანიჭა სარჩელი აღძრას და მოპასუხეს მოსთხოვოს არ გამოიყენოს ნაწარმოები შესაბამისი გარიგების დადების გარეშე (როცა ასეთ ფაქტს აქვს ადგილი). კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილმა, გამოყენებული ნაწარმოების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა. სწორედ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოები არ განეკუთვნება ა---–--–-ის რეპერტუარს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება