სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს:
ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;
ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი X
საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება. 2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას. თავი X საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობატყითსარგებლო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-989-953(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2008
Kკასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 67-ე, 63-ე მუხლები, ასევე, არასწორად გამოიყენა და არასწორი განმარტება მისცა საქართველოს ტყის კოდექსის 53-ე, 57-ე, 61-ე მუხლებს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს…
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
…აქტს, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,ვ" ქვეპუნქტისა, რადგან იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს - სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის, ტყის კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, რომელიც ანიჭებს დაინტერესებულ მხარეს - შპს,,კ.-ას" ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლებას.
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა; ე) რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები; ვ) რესურსის ღირებულება, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები; ზ) ტყითმოსარგებლის სხვა უფლებები და პასუხისმგებლობა; თ) სხვა პირობები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების თანახმად, 2. ამ კოდექსით განსაზღვრული ჭრის სახეებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება