1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;
გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ტყის ფართობზე არსებული ნარგავების/მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ.
2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას.
თავი IX
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1105(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2020
…(თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. ტყის კოდექსის 55.1 მუხლის მიხედვით ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი.
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება