1. დაუშვებელია მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის გარეშე ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება. ტყის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხეტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ტყის მართვის ორგანო. იგი ხეტყის საკუთრების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.
3. აკრძალულია ხეტყის ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოს.
4. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი დგინდება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“.
5. საქართველოს ტყეში ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია.
თავი VII
ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი და 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი), „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და მის საფუძველზე მიღებული „ტყითსარგებლობის…
- საქმე №ბს-893(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
ტყითსარგებლობის რეგულაციები ასახულია ტყის კოდექსის 51-ე მუხლში, ხოლო იმავე კოდექსის 97-ე მუხლი განსაზღვრავს ტყის მოვლით ღონისძიებათა მიზნებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ტყითსარგებლობა და ტყის მოვლითი ღონისძიებების გატარება ექვემდებარება სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებს.
- საქმე №ბს-245-245(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2018
…ორგანიზაციისთვის ან/და ფიზიკური პირისთვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. ტყის კოდექსის 51.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება;
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
…შემდეგი მოტივით: სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, 53-ე, 56-ე, 81-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ…
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
…ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს ტყის ფონდის სასარგებლო თვისებების გამოყენება და ამ ფონდის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულების მქონე რესურსების მოპოვება. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით).
- საქმე №330310015732493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
- საქმე №080310017001886314 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება