თავი VII — ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება
1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
თავი VIII
პლანტაციური მეურნეობის მოწყო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-989-953(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2008
სააპელაციო პალატამ გამოიყენა ტყის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
…შემდეგი მოტივით: სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, 53-ე, 56-ე, 81-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ დაადგინა…
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
…მოპოვება. აღნიშნული კოდექსის 51.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შესაძლო განსახორციელებელი ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
- საქმე №330310015732493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე: ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;
- საქმე №080310017001886314 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
…მოწყობა; ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება