1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით.
2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოსაწყობად ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი 1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით. 2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოსაწყობად ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-58დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2003
რაც შეეხება თვით მოსარგებლე პირების მიერ ხე-ტყის გასხვისებას, საქართველოს ტყის კოდექსის 62-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, ტყის მოსარგებლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ტყით სარგებლობის შედეგად…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება