განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 58-დად 1 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ზ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილება გ. გ-ს, რ. დ-ს, მ. ს-ს, ზ., ვ. და მ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სრულყოფილი მოკვლევის ჩასატარებლად გადაეგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 6 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის აჭარისწყლის ხერგილზე უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაჩერებულ და დაკავებულ იქნა “ზილის” მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც გადაჰქონდათ წაბლის ჯიშის ხის მორები. ხერგილზე მდგომმა სამსახურებმა საეჭვოდ მიიჩნიეს მასალაზე წარდგენილი საბუთები, კერძოდ, ხე-ტყის ჭრის ორდერები: ¹111166 _ გაცემული ქედის აგროსატყეო მეურნეობის მიერ 2001წ. 27 ივლისს მ. ს-ზე, ¹111199 _ გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს რ. დ-ზე, ¹111200 _ გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს მ. ბ-ზე, რის გამოც დატვირთული ავტომანქანა გადაიყვანეს ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობაში, სადაც მიღება-ჩაბარების აქტით იგი დაიცალა, აიზომა სათანადო სპეციალისტების მიერ და გამოვიდა 11,07 მ. ამ დროს ხე-ტყის დამზადების დრო წარდგენილ ორდერებთან მიმართებაში არ განსაზღვრულა, რის შემდეგაც ჩამორთმეული მასალა რეალიზებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1.415 ლარად ისე, რომ ხე-ტყის დამზადების თარიღი არ განსაზღვრულა. მასალები ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტთან დაკავშირებით შემდგომი მოკვლევისათვის გადაიგზავნა ქედის შს განყოფილებაში, სადაც ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ხე-ტყის ჭრის ზემოთ აღნიშნული ბილეთებით ქედის აგროსატყეო მეურნეობამ ხე-ტყის ჭრის ნებართვა მისცა ზემოთ მითითებულ პირებს, რომლებმაც ქედის საგადასახადო სამსახურისთვის გვერდის ავლით მასალა მიჰყიდეს ქედის რაიონის სოფ. აბუქეთაში მცხოვრებ ზ. ბ-ს, რომელსაც შეძენილი მასალა შემდგომი დამუშავების მიზნით გადაჰქონდა ხელვაჩაურის რაიონში ხე-ტყის დამამუშავებელ საამქროში.
2001წ. 8 ოქტომბერს ქედის რაიონის შს განყოფილების ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების მომკვლევ-ინსპექტორმა ს.სამნიძემ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც 2001წ. 12 ნოემბერს აჭარის ა/რ პროკურატურის შს ორგანოების მოკვლევისა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა პროკურორმა თ.ა-მ გააუქმა და დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად დაუბრუნა ქედის შს განყოფილებას სათანადო მითითებით, კერძოდ, მოკვლევას უნდა დაედგინა ზემოთ აღნიშნული ბილეთების გაცემის კანონიერება წაბლის ჯიშის ხეებზე.
ჩატარებული მოკვლევისას სატყეო მეურნეობიდან ამოღებულ იქნა შესაბამისი საბუთები, სათანადო პირებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები და 2001წ. 5 დეკემბერს ქედის რაიონის შს განყოფილების ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსმა ი.ს-მ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც 2002წ. 13 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა პროკურორმა თ.კ-მ ისევ გააუქმა სათანადო მითითებებით.
საქმის ირგვლივ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2001წ. 6 აგვისტოს წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სოფ. აბუქეთაში მცხოვრებმა ზ. ბ-მ სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახოში მცხოვრებ რ. დ-საგან შეიძინა 3 მ წაბლის ჯიშის ხის მორები (სათანადო ორდერი ¹24, გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს ქედის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის მიერ), რაშიც გადაიხადა 210 ამერიკული დოლარი; ასევე ამავე რაიონის სოფ. ....სში მცხოვრებ მ. ბ-სგან შეიძინა 5 მ წაბლის ჯიშის ხის მორები (ორდერი ¹25, გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს ქედის აგროსატყეო მეურნეობის მიერ), რაშიც გადაიხადა 350 ამერიკული დოლარი; ამავე რაიონის სოფ. ზესოფელში მცხოვრებმა მისმა ნათესავმა ა. გ-ემ აჩუქა დაახლოებით 2 მ წაბლის ჯიშის 5 მორი. ეს უკანასკნელი აღნიშნული ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით 2002წ. 2 აგვისტოს ქედის რაიონის სასამართლოს მიერ გასამართლდა. ზ.ბ-მ აღნიშნული მასალა დატვირთა “ზილის” მარკის ავტომანქანაზე და წაიღო ბათუმის მიმართულებით. სოფ. დოლოგნის ხერგილზე ქედის რაიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის განყოფილების მიერ მასზე გაცემულ იქნა საშვი ¹70, რომელიც ნებას რთავდა მასალის რაიონის ფარგლებს გარეთ გატანაზე. ხერგილის გავლის შემდეგ მან სოფ. დოლოგანში მცხოვრებ მ. ს-სგან (ხე-ტყის ჭრის ორდერი ¹16), შეიძინა 2 მ წაბლის ჯიშის მორები, რომლებიც დატვირთა აღნიშნულ ავტომანქანაზე და გააგრძელა გზა ქ.ბათუმის მიმართულებით. აჭარისწყლის ხერგილზე მანქანა გააჩერეს, მასალა ჩამოართვეს და დაცალეს ხელვაჩაურის რაიონის სატყეო მეურნეობაში. ჩატარებული მოკვლევით დადგინდა ასევე, რომ ქედის აგროსატყეო მეურნეობამ წაბლის ჯიშის ხე-ტყეზე ჭრის ნებართვა აღნიშნულ პირებზე გასცა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 20 ივლისის ¹68 დადგენილებით დამტკიცებული ტყე-კაფის საფუძველზე, რაც მათ უფლებას აძლევდა გაეწერათ ბილეთები კანონიერად. რაც შეეხება თვით მოსარგებლე პირების მიერ ხე-ტყის გასხვისებას, საქართველოს ტყის კოდექსის 62-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, ტყის მოსარგებლეს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებულ რესურს, ასევე საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად, თუკი მოქალაქე რაიმე ნივთის გაყიდვისას ღებულობს შემოსავალს, იგი იბეგრება საგადასახადო სამსახურის მიერ და ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული პირები ხე-ტყის გაყიდვისას ვალდებული იყვნენ მიემართათ ქედის საგადასახადო სამსახურისთვის და გადაეხადათ სათანადო გადასახადი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2002წ. 14 მარტის შუახევის სს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ა.ბ-მ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც 2002წ. 8 მაისს აჭარის ა/რ პროკურატურის სს ძებნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ზ.ინაიშვილმა გააუქმა იმ მოტივით, რომ ქედის რაიონის აგროსატყეო მეურნეობის მიერ წაბლის ჯიშის ხე-ტყის ჭრაზე 11199(24); 111200(25) და 111166(16) ორდერები არაკანონიერად იყო გაცემული, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე წაბლის ჯიშის ხის ჭრა აკრძალულია, შემოწმებისას კრიტიკულად უნდა ემსჯელათ, ხომ არ აღინიშნებოდა დანაშაულის ნიშნები ზემოთ ხსენებული ორდერების გამცემი კონკრეტული თანამდებობის პირის მოქმედებაში.
ჩატარებული მოკვლევისას გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული ორდერები გაიცა ქედის აგროსატყეო მეურნეობის დირექტორის რეზოლუციით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 20 ივლისის ¹68 და ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 14 აგვისტოს ¹77 დადგენილებების შესაბამისად მოტეხილ-მოგლეჯილი და ხმელი ხეების ხარჯზე, რაც შეესაბამება კანონიერებას, რის გამოც 2002წ. 10 ივნისს ქედის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა ზ.დ-მ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2002წ. 23 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურატურის სს ძებნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ზ.ი-მა ისევ გააუქმა ზემოაღნიშნული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
განმეორებით ჩატარებული მოკვლევით დადგინდა შემდეგი: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 20 ივლისის ¹68 დადგენილებით დამტკიცებული ტყე-კაფის საფუძველზე და ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 14 აგვისტოს ¹77 დადგენილებით ქედის აგროსატყეო მეურნეობას უფლება ჰქონდა, მოტეხილ-მოგლეჯილი და ზეხმელი ხეების ხარჯზე გაეცათ აღნიშნული ორდერები, მაგრამ მათ ყოველივე ეს მოიმოქმედეს ზემდგომთან შეთანხმების გარეშე, რაზედაც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 5 სექტემბრის ¹01-280 წერილის საფუძველზე ქედის აგროსატყეო მეურნეობის დირექტორ ვ. ბ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით და ცხმორისის აგროსატყეო მეურნეობის უბნის უფროსი გ. გ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი ითქვა იმ მოტივით, რომ მათ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ შეინიშნებოდა. ასევე უარი ითქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ქედის რაიონის სოფ. დოლოგანში მცხოვრებ მ. ს-ს, ქედის რაიონის სოფ. ახოში მცხოვრებ რ. დ-ს და ქედის რაიონის სოფ. ცხმორისში მცხოვრებ მ. ბ-ს მიმართ, რადგანაც მათი ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მათ ორდერ ¹16-ის, ორდერ ¹24-სა და ორდერ ¹25-ის საფუძველზე კანონიერად ჰქონდათ მოპოვებული აღნიშნული ხე-ტყე, რომელიც მიჰყიდეს ქედის რაიონის სოფ. აბუქეთაში მცხოვრებ ზ. ბ-ს. თავის მხრივ ზ. ბ-მ კანონიერად შეიძინა აღნიშნული ხე-ტყე, რაშიც მან 1 მ-ში 70 ამერიკული დოლარი გადაიხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ქედის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა ზ.დ-მ 2002წ. 30 სექტემბერს გ. გათენაძის, რ. დ-ს, მ. ს-ს, ვ., მ. და ზ. ბ-ების მიმართ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც აჭარის ა/რ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბ.დ-მ გაასაჩივრა ქედის რაიონულ სასამართლოში.
ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილება გ. გ-ს, რ. დ-ს, მ. ს-ს, ზ., ვ. და მ. ბ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სრულყოფილი მოკვლევის ჩასატარებლად გადაეგზავნა აჭარის ა/რ პროკურატურას.
კასატორი ზ. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილების ძალაში დატოვებას იმ მოტივით, რომ პროკურატურამ კრიტიკულად და სრულყოფილად შეამოწმა, დადგენილებაში მითითებულ პირთა ქმედებებში ხომ არ აღინიშნებოდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
პროკურორი ზ.თ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ საქმეზე მოკვლევის პროცესში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებები 4-ჯერ გაუქმდა _ 2001წ. 12 ნოემბერს, 2002წ. 13 თებერვალს, 8 მაისს და 23 აგვისტოს.
საბოლოოდ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გ. გათენაძის, რ. დ-ს, მ. ს-ს, ვ., მ. და ზ. ბ-ების ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ შეინიშნებოდა, რის გამოც მათ მიმართ, უკვე მეხუთედ, გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 20 ივლისის ¹68 დადგენილებით დამტკიცებული ტყე-კაფის საფუძველზე და ქედის რაიონის გამგეობის 2001წ. 14 აგვისტოს ¹77 დადგენილებით ქედის აგროსატყეო მეურნეობას უფლება ჰქონდა, მოტეხილ-მოგლეჯილი და ზეხმელი ხეების ხარჯზე გაეცათ 11199(24); 111200(25) და 111166(16) ორდერები. მართალია, მათ ეს მოიმოქმედეს ზემდგომთან შეთანხმების გარეშე, რის გამოც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001წ. 5 სექტემბრის ¹01-280 წერილის საფუძველზე ქედის აგროსატყეო მეურნეობის დირექტორ ვ. ბ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით, ხოლო ცხმორისის აგროსატყეო მეურნეობის უბნის უფროსი გ. გ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა, რადგან მათი ქმედებები არ მოიცავდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
ქედის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 21 იანვარს მეხუთედ გააუქმა რა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ქედის რაიონის პროკურატურის დადგენილება, თავის დადგენილებაში მიუთითა, რომ დამატებითმა მოკვლევამ უნდა დაადგინოს, ჩამორთმეული და გამოწერილი ხე-ტყის იგივეობისა და ხეების მოჭრის დრო და ადგილი; ამასთან, უზრუნველყოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაწილეობა სადავო ხე-ტყის მოჭრის ადგილების დათვალიერებაში.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც საქმის მასალების თანახმად, 2002წ. 19, 20 და 21 სექტემბერს ქედის რაიონის სოფლების: დოლოგანის, ცხმორისისა და ახოს ტყეებში ჩატარებული შემოწმებებით დადგენილია, რომ მოჭრილი ხეებისა და ორდერებში ნაჩვენები ხის დიამეტრები ერთი და იგივეა, ხოლო ზ. ბ-ზე ჩამორთმეულ წაბლის მორებზე და ორდერებში ნაჩვენები დიამეტრების შედარება ვერ მოხერხდა, რადგანაც მასალა გადაწყვეტილების გამოტანამდე გასხვისებული იყო.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითი შემოწმებით შეუძლებელია ზ. ბ-ზე ჩამორთმეული და გამოწერილი ხე-ტყის იგივეობის დადგენა, რის გამოც აღნიშნული ვერ გახდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმების საფუძველი.
პალატას ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული დადგენილების გაუქმება იმის გამო, რომ სადავო ხე-ტყის მოჭრის ადგილების დათვალიერებაში არ მონაწილეობდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოცემულ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობდა 1 წლისა და 2 თვის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებები პროკურატურის მიერ გაუქმდა 4-ჯერ (და არა 5-ჯერ, როგორც ეს სასამართლო დადგენილებაშია მითითებული). მიუხედავად პროკურატურის მიერ მითითებული საკითხების ამომწურავი გამოკვლევისა, მოკვლევის ორგანოს მიერ ვერ იქნა მოპოვებული კონკრეტულ პირთა მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი მასალები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითი მოკვლევით შეუძლებელია საქმისთვის მნიშვნელოვანი რაიმე ახალი გარემოების დადგენა, რის გამოც ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის დადგენილება გ. გ-ს, რ. დ-ს, მ. ს-ს, ზ., ვ. და მ. ბ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე უნდა გაუქმდეს და ძალაში დარჩეს ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილება ზემოთ მითითებული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქედის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის დადგენილება გ. გ-ს, რ. დ-ს, მ. ს-ს, ზ., ვ. და მ. ბ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილების გაუქმებისა და სრულყოფილი მოკვლევის ჩასატარებლად მასალების აჭარის ა/რ პროკურატურისთვის გადაგზავნის თაობაზე.
ძალაში დარჩეს ქედის რაიონის პროკურატურის 2002წ. 30 სექტემბრის დადგენილება გ. გ-ს, რ. დ-ს, მ. ს-ს, ზ., ვ. და მ. ბ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.