დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1099-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№10991-13 4 აპრილი, 2013 წელი

კ-ი გ.- 10991-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ გ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განაჩენით გ.კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ს შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 15 იანვრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განაჩენით გ. კ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 თებერვლიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე გ. კ-ს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 19, 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 8 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გამო, რომ იგი ნასამართლევია არაგანზრახი დანაშაულისათვის, ითხოვა დანიშნული სასჯელის განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, როდესაც გ. კ-ს ¼-ით შეუმცირა სსკ-ის 19, 108–ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რადგან მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულისათვის (სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილი) ნასამართლევი პირი, როდესაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი