თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას.
2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3609
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3536
- 31.10.2018 კანონი №3609
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-662აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2021
…სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი (2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით) განმარტავს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტებს და მათ მიაკუთვნებს: სამხედრო მოსამსახურეს ან რეზერვისტს, რომლებიც სამხედრო ძალებში მსახურობენ გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე.
- საქმე №2კ-15-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2017
ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 382–ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-12აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2014
…თვალსაზრისით საკმარისია ფაქტის უტყუარად დასადგენად. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია გ. კ-ის მიერ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. 4.5.8. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება მე-13 კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს…
- საქმე №330100115001081261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტი, ადგენს საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის 2011 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლებოდა სამხედრო სამსახურის…
- საქმე №100210018002242618 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2018
…სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვა-–საზრისით. სამართლებრივი თვა-–საზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს…
- საქმე №330100119002813981 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.02.2019
- საქმე №330100115001081261 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება