თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მიწოდება ან მისი საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე ამავე მიზნით სხვა ქმედება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს, ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №148აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2016
…სასამართლო სწორედ დასაშვებობის ეტაპზე ამოწმებს და იმ შემთხვევაში, თუ დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს, ჩაითვლება რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დასაბუთებულობის კრიტერიუმს და თუ ფორმალურადაც სწორად არის დაყენებული, სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, დაუშვას და განიხილოს იგი. 8. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ.
- საქმე №52აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2013
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №16აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2013
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №18აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2013
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №5აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2013
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №2აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2013
- საქმე №91აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2012
- საქმე №2კ-438აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2007
- საქმე №010141319700077955 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №010141319700074342 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №010141318700071202 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება