თავი XXXVII — დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ა-2081-შ-60-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2011
ი-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილით, 162-ე მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით ი. ი-შვილს დაეკისრა უკრაინის ოდესის ოქის შსს საქალაქო სამმართველოსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების _ 15480 გრივნისა და 95 კაპიკის გადახდა.
- საქმე №2კ-22-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2010
…ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს ფოსტის საშუალებით... იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა შესაბამისად... გენერალური პროკურორისა და... იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობები ს. მ-ს ექსტრადიციის შესახებ,... სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) – (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ჩადენილი…
- საქმე №2კ-21-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2010
მ-ის უკრაინაში ექსტრადიციის მოთხოვნა, მის მიერ უკრაინის სსკ-ის 309-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 23 ივნისის ეპიზოდი, 2006 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება