საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ,–
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3517 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 306-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლოს განხილვის საგანს, აღნიშნულ ეპიზოდში, წარმოადგენს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების კანონიერება.
- საქმე №ას-294-278-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
საქმეში არსებული წინასწარი გამოძიების მასალებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ამნისტირების გამო შეწყვეტილია საქმის წარმოება, დაგირავებული ავტომობილის გატაცების ფაქტს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს.
- საქმე №080100118002252417 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.03.2018
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის განაჩენით რ----- ა---–--ე გასამართლებულია სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 306-ე მუხლებით და მისჯილი ჰქონდა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, რაც ბრალდების მხარის მიერ სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი ცნობით გადახდილი არ არის, ვინაიდან არასწორი მისამართის გამო 2003 წლის მაისის თვეში სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა შეუსრულებული სახით სასამართლოს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება