1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება, სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2386 – სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.133
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 302. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა 1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება, სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2386 – სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.133 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-4-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2023
ბ–ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 6 ეპიზოდის და იმავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (შუამავლობა გარყვნილ ქმედებაში, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით) 2 ეპიზოდის ჩადენაში.
- საქმე №060100119003125206 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2020
სარეზოლუციონაწილი: სააპელაციოპალატამიხელმძღვანელასაქართველოსსსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნა: სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №140100119003065917 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, სსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა: დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
- საქმე №120100119002848768 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, სსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა: ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის გ------- ა---–---–---–ის, მსჯავრდებულ მ------- ქ---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების-ი-----–-----------ის და ნ------- ა------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №330100117002211967 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.04.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკოს მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ო-–------------------–-ის და მისი ინტერესების დაცმველი ადვოკატის ნ-----------------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №330100117002178906 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2018
- საქმე №330100118002349623 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება