1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 12
ივნისის
კანონი №
– ვებგვერდი, 03.07.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3669 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4305 – ვებგვერდი, 09.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4305
- 15.11.2023 კანონი №3669
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 300. უკანონო თევზჭერა 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 3. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 4. ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395 საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 24 – ვებგვერდი, 03.07.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
- საქმე №2კ-758აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2025
მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათი.
- საქმე №2კ-1326აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2023
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.
- საქმე №2კ-651აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის როგორც მე-3, ისე მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებასაც, ვინაიდან პროკურორს მიაჩნია, რომ კ.
- საქმე №2კ-665აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.02.2021
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ქონების - ნავისა (ორი ნიჩბით) და სახლართი ბადის ჩამორთმევა.
- საქმე №2კ-445აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2020
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7150 ლარი. მასვე ბრალდებულის სახით დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (03.06.2018-დან 05.06.2018-მდე), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი 150 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
- საქმე №2კ-715აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2020
- საქმე №2კ-121აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2017
- საქმე №2კ-593აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2017
- საქმე №2კ-254აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.09.2016
- საქმე №2კ-377აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2015
- საქმე №2კ-158აპ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2001
- საქმე №160100118002288125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №180100119003138949 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №110100117002166878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №060100117002355916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №160100118002580096 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №150100118002502198 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №130100119003172987 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 29.04.2020
- საქმე №210100120003460807 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №180100120003444679 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №170100119003266726 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №150100118002553241 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №340100119003189730 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №060100119003163178 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 19.09.2019
- საქმე №130100119003147888 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 15.08.2019
- საქმე №130100119003068995 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №130100119003068925 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №050100119002854344 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 03.05.2019
- საქმე №160100118002580096 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №120100118002576632 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №010100118002695629 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №130100118002638268 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №130100118002630314 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №150100118002502198 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 23.08.2018
- საქმე №120100118002485970 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.08.2018
- საქმე №100100118002572290 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №150100118002531415 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.07.2018
- საქმე №280100118002498364 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №270100118002483807 · წალენჯიხის რაიონული სასამართლო · 07.06.2018
- საქმე №060100117002355916 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 07.03.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება