1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე, აგრეთვე საგანგებოეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
– ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №4
- 08.11.2011 კანონი №5201
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 301. უკანონო ნადირობა 1. ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე, აგრეთვე საგანგებოეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 72 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №2კ-195აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-34აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
…მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. წარდგენილი ბრალდების არსი: 1.1. 2019 წლის 30 იანვარს ზ. ღ–ი (პირადი ნომერი:.......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნადირობა საქართველოს,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირზე); საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, 2017 წლის პირველი ივნისის რედაქცია);
- საქმე №2კ-488აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2021
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 5 400 ლარი, რაც დაკავებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა - 5 000 ლარი.
- საქმე №2კ-448აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2019
…საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენზე. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით მ. ვ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.
- საქმე №2კ-646აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2018
წელს, - საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გაუქმდა გ.
- საქმე №294აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2013
- საქმე №2კ-112აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №2კ-382აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2013
- საქმე №2კ-669-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2013
- საქმე №2კ-45აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2013
- საქმე №2კ-123-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2013
- საქმე №2კ-222-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №080100117001941480 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.01.2019
- საქმე №080100117001941480 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.06.2019
- საქმე №180100118002342593 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.06.2018
- საქმე №120100120003433278 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 15.02.2020
- საქმე №080100117001941480 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება