საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 21.03.2013
საქმის ნომერი
2კ-669-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№6691-13 21 მარტი, 2013 წელი

ლ-ე ბ, 6691-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ ბ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით ბ. ლ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და 8 თვე და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 8 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 აპრილიდან.

(ბ.ლ-ე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტებით და მიესაჯა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით).

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით ბ. ლ-ეს გაუნახევრდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე გაუნახევრდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით დანიშნული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი და 8 თვე – პირობითი მსჯავრი, 3 წელი და 8 თვე გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელი – 3 წელი და 4 თვე, რომლის მოხდაც დაეწყო 2011 წლის 30 აპრილიდან, პირობითი მსჯავრი – 1წელი და 4 თვე , 1 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის გავრცელების შედეგად, ბ. ლ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელი -2 წელი , რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 30 აპრილიდან, პირობითი მსჯავრი – 1 წელი და 4 თვე, 1 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით.“

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა და სასჯელის განახევრება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ. ლ-ემ, იმის გამო, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 18 თებერვლის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით შეცვალა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ამნისტიის გავრცელების შედეგად, მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელი -2 წელი , რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 30 აპრილიდან, პირობითი მსჯავრი – 1 წელი და 4 თვე, 1 წლისა და 10 თვის გამოსაცდელი ვადით, უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე და საჩივარი შუამდგომლობით უკან გაითხოვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს აქვს საჩივრის უკან გათხოვნის უფლება, ამიტომ მისი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 301-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და მისი საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე