1. სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია ან მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული სასუქის, მცენარეთა ზრდის სტიმულატორის, შხამქიმიკატის, სხვა ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერების შენახვის, გამოყენების ან გადაზიდვის დროს მისდამი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, რამაც მიწის მნიშვნელოვანი ფართობის გაუვარგისება გამოიწვია, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 297. მიწის გაუვარგისება 1. სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია ან მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული სასუქის, მცენარეთა ზრდის სტიმულატორის, შხამქიმიკატის, სხვა ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერების შენახვის, გამოყენების ან გადაზიდვის დროს მისდამი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, რამაც მიწის მნიშვნელოვანი ფართობის გაუვარგისება გამოიწვია, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №2კ-23-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
ვ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფურად).
- საქმე №2კ-102-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
…ორდერში მითითებული დანაშაულებისთვის, რომელიც დასჯადია კვიპროსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე თავის 371-ე მუხლით (შეთქმულება მძიმე დანაშაულის ჩასადენად); 255-ე და 268-ე მუხლებით (ქურდობა კომპანიის მდივნის მიერ); 297-ე, 298-ე, მე-20 მუხლებით (ფულადი სახსრების თაღლითურად დაუფლება); 331-ე, 333-ე, 335-ე, მე-20 მუხლებით (გაყალბება), 339-ე,
- საქმე №2კ-9-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2022
…თამაშისთვის პირობების შექმნა და ადგილის გამოყოფა (2 ეპიზოდი)), 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობა), 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა) და N6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
- საქმე №2კ-32აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2020
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
- საქმე №2კ-71აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2019
…და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 30000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 15000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ.
- საქმე №2კ-670აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2019
- საქმე №2კ-457აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2019
- საქმე №2კ-24-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
- საქმე №2კ-625აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №330100117001950742 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.05.2019
- საქმე №010141318700063326 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330802218002575232 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №080100119002936178 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №080100117001960855 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
- საქმე №330100117001905281 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №340100117002184212 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №080100119002936178 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.09.2019
- საქმე №080100117001960855 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება