1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში ნაგებობის უკანონოდ აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის უკანონოდ დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის, ანდა საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა ან დაზვერვა ანდა მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-14-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2024
ა-ი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგების უკანონო დამზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე).
- საქმე №2კ-46-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2023
გ-ს მიმართ დაიწო სისხლისსამართლებრივი დევნა და მას ბრალად დაედო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2…
- საქმე №2კ-14-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2017
დ-ს მიმართ ეჭვის მიტანის თაობაზე და შემდეგ დაზუსტდა საბოლოო სახით კვალიფიკაცია: უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ორგანიზება) და 296–ე მუხლის მე–4 ნაწილით, 27–ე მუხლის მე–3 ნაწილთან ერთობლივად (ხულიგნობის ორგანიზება, ანუ საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის მოტივით საზოგადო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება