1. წყლის ობიექტის დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტა ან მასზე სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები, გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, აგრეთვე ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის ან აღკვეთილის ტერიტორიაზე ანდა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №2კ-68-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
…12 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; 1.4. 2021 წლის 8 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის პროვინცია ჩარდაქის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ე. ქ–ი/კ–ი (E.K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური დოკუმენტის გაცემისას) და 292-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მსჯავრდებულის ან დაკავებულის გაქცევა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, ჯარიმა – 1,500,00 თურქული ლირა (რაც, გებზეს…
- საქმე №2კ-3-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-169-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
4) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით, თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა); 5) თ-ის რ-ის ჩორუმის საქალაქო მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის…
- საქმე №2კ-16-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2019
თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) ითვალისწინებს 6 თვიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
- საქმე №2კ-27-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.10.2018
- საქმე №330802219002946693 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330802218002653290 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №080100119003347893 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.01.2020
- საქმე №140100118002486173 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002246046 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002296290 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002341122 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002621337 · გორის რაიონული სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №020100118002663562 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №820100118002655838 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 25.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება