1. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენის ანდა მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. ხმელეთიდან და საჰაერო ხომალდიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში უკანონოდ ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ ორგანიზმს, ანდა ხელს უშლის ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვლისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვნი ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ სამყაროს, თევზის მარაგს ან წყლის სხვა ცოცხალ ორგანიზმს, დასვენების ზონას ანდა კანონით დაცულ სხვა სიკეთეს, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-212დად.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2004
მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქმენეთის სსკ-ის 274-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 293-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. თურქმენეთის პრეზიდენტის 1999წ. 14 იანვრის ¹2748 განკარგულებით შ.მ-ეს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 25 წლით თავისუფლების აღკვეთით.
- საქმე №080100119003232307 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2020
…ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასა-------–ომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა-------–ის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სა-------–ის საპროცესო კოდექსის 20- 21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სე---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა-------–ის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
- საქმე №080100119003347893 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.01.2020
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.ირ---–- ცი-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №080100119003327998 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსის 20- 21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ლე---ი კი-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
- საქმე №060100119003035563 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 28.11.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270- 277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: გო------ი გი-------ე საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გა----თლდეს.
- საქმე №080100119003183680 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №160100119003019446 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №140100118002486173 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002246046 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002296290 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002341122 · გორის რაიონული სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №140100118002621337 · გორის რაიონული სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №150100119002853672 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №820100118002655838 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 25.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება