1. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რასაც მოჰყვა ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 28 ოქტომბრის კანონი №548 – სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-31-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2026
ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის (ქრთამის მიღების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც გამოიხატა შემდეგით: 1.2.
- საქმე №ა-4720-შ-126-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო დადგენილებით დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გვარის შესაცვლელად დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს.
- საქმე №80აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2020
ბ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და ამავე კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელ ბინაზე დაზარალებულის უფლების დაკარგვა).
- საქმე №2კ-5-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2020
ბ-ს ბრალად ედება რ-ს ფე-ს სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილითა (ქრთამის აღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელ ბინაზე დაზარალებულის უფლების დაკარგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
- საქმე №ა-2330-შ-50-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სახელისა და გვარის შესაცვლელად დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს, ჯ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება