1. მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტისადმი ან ტოქსინისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ეპიდემიის ანდა ეპიზოოტიის გავრცელება ან გარემოსათვის სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-642-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
2015 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რის შემდგომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიებების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. არსებული მდგომარეობით ავტომანქანა იძებნება და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის;
- საქმე №ა-415-შ-28-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2007
ზ-ის მიერ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი: უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით ი.
- საქმე №330210016001562735 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
ბ------მა განმეორებით მიმართა უ------ის სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რის შემდგომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიებების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ, უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის 3-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. არსებული მდგომარეობით ავტომანქანა იმყოფება ძებნაზე და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის (ს.ფ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება