1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტი გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(48)
საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…დეფინიციას, რომლის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქმე №2კ-66-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2025
საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შემდეგ განმარტებებს: საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, ვისაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 და 154-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე ორგანიზაცია გამოდის საგადასახადო აგენტის როლში და მოპასუხის საგადასახადო ვალდებულება უნდა შეესრულებინა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ თანხის გადახდა დოკუმენტურად იქნებოდა დადასტურებული.
საქმე №ბს-911(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
…შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს შპს „...ის“ ცრუმაგიერი პირის - ნ. ჩ-ის ქონების რეალიზაციას. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქმე №ბს-1328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
…უძრავი ნივთის გათავისუფლების საფუძვლის არსებობას. გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ საგადასახადო ურთიერთობების სუბიექტებს, რომლებსაც საკუთარი საშუალებების ხარჯზე კანონის ძალით აკისრიათ გადასახადის გადახდის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქმე №ას-1480-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2023
საქმე №ას-617-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-1232-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ას-1161-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2021
საქმე №ბს-198(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2020
საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20, 79-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
რაც შეეხება ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხს, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
…დეფინიციას, რომლის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება…
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20, 154-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
…ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 20, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-20/