1. საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;
გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2. საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…მიუთითებს, რომ საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია. უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო (საგადასახადო კოდექსის მუხ. 22). საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
- საქმე №ბს-797-771(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2010
…არ წარმოშობს პირის უფლება-მოვალეობებს. შემოწმების აქტი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის ნიშნებს. საგადასახადო კოდექსის 21.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე ან/და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ.
- საქმე №330310117001842050 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
…მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო; ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები.
- საქმე №010332118700056965 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.06.2018
…სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლი იძლევა საწარმოს შემდეგ განმარტებას: საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
- საქმე №ბს-910(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 207-ე, 215-ე, 218-ე, 227-ე, 289-ე მუხლებზე, ასევე "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტუქციის მე-2, მე-3, მე-19, 21-ე, 49-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ა. ბ-ი მოქმედებდა კანონდარღვევით. კასატორი აღნიშნავს, რომ პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები განთავსებული უნდა იყოს ბარგში ან ხელბარგში.
- საქმე №330310017001900083 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310014668824 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება