1. საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს.
2. პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.
4. საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
6. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
7. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
8. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
9. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება.
10. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.
11. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.
12. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით.
13. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
14. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
15. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2768
- 14.07.2020 კანონი №6817
- 28.06.2019 კანონი №4906
- 13.05.2016 კანონი №5092
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საერთაშორისო კომპანია 1. საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს ახორციელებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს. 2. პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა. 3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ამ სტატუსისსაქმიანობის მინიჭებისდაწყების თარიღიდან.წლის 1 იანვრიდან. 4. საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. 5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817). 6. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817). 7. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 8. საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 9. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება. 10. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი. 11. საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით. 12. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით. 13. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება. 14. საგადასახადო ორგანოსთვის დაქირავებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 15. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესს ადგენს, აგრეთვე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
მეორე სადავო საკითხთან (ოფშორული ზონის რეზიდენტთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე, 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და…
- საქმე №ბს-987(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
#290 ბრძანების 21-ე მუხლის 71 პუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებით განისაზღვრა პირობები 2019 წლის 11 სექტემბრიდან ფიზიკური პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მისაღებად.
- საქმე №ბს-106-106(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
კერძოდ, სასამართლომ არ იმსჯელა გასაჩივრებული აქტების სამართლებრივ საფუძველზე - საგადასახადო კოდექსის 23-ე და 73.9 მუხლების მოთხოვნებზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა.
- საქმე №330210012139407 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.12.2018
აუდიტორების მიერ ოპერაციის შეფასების ნაწილში გამოყენებული იქნა 2011 წლის 01 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი და მოქმედი საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლი. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება