1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა 1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. 2. მომსახურების გაწევად ითვლებაგანიხილება პირის მიერ სხვა პირისათვისპირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნითსანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.მიწოდება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის…
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
რაც შეეხება საქონლის მიწოდებას, საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ“.
- საქმე №ბს-688(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…მიუთითა 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-20 მუხლის პირველი ნაწილი, 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-16 მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ იჯარით გაცემულია სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდებოდა უსასყიდლო მომსახურების გაწევა შპს,,ზ...სთვის“, რის სანაცვლოდაც ხდებოდა...ის მიწოდება, რაც მიიჩნიეს საბაზრო ფასით მიწოდებად.
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
მშენებარე შენობა-ნაგებობის რეალიზაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
- საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
ხოლო, იმავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
- საქმე №ბს-171(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-387(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ას-839-797-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №080310017001916438 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2019
- საქმე №330310018002508405 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310016001405031 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310017001814881 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310017001798874 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №080310117001813181 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330210019003328562 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №080310017001916438 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №330310018002508405 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
- საქმე №210210017002108374 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №ბს-895(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
- საქმე №330310014679155 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330210015001067555 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310018002491596 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება