1. რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა:
ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება;
ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები და სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად;
გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა;
დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოების, თავშესაფრების, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა, ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.
2. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №845
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. რელიგიური საქმიანობა 1. რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა: ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება; ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები და სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად; გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა; დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოები,(საავადმყოფოების, თავშესაფრები,თავშესაფრების, მოხუცებულთახანდაზმულთა და ინვალიდთაშეზღუდული სახლები)შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვასხვა, ანალოგიური საწესდებო საქმიანობა. 2. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-560-547(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2015
…მისი საკონტროლო-სალარო აპარატის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის შესახებ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1, 281.7 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებზე და არნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლი არ გულისხმობს პირისათვის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
- საქმე №ბს-754-740(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2015
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 269-ე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლებზე და მითითებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი არ გულისხმობს პირისათვის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
- საქმე №ბს-201-199(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
…სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 270.7 მუხლზე, რომლის შესბამისად, ამავე კოდექსის 281-ე, 286. 11-ე და 289.14, 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (გარდა განემეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
- საქმე №ბს-173-171(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
საგადასახადო კოდექსის 269-ე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციული (მათ შორის, საგადასახადო) სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის.
- საქმე №ბს-218-215(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
…ზომის მიღება, ამასათან ასეთს ვერც ივარაუდებდა. სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საგადასახადო კოდექსის 269.1 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებზე. (იხ.ს.ფ. 1-11). მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო…
- საქმე №ბს-226-223(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №ბს-364-353(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2014
- საქმე №ბს-389-378(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2014
- საქმე №ბს-413-402(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №ბს-417-406(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება