1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
2. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
საქართველოს საგადასახადო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი · სგკ 13
თავი II — ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
2. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
მუხლი 13. საქონელი 1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი. 2. დამატებული(ამოღებულია ღირებულების- გადასახადის14.07.2020, მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.№6817).
…ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილზე, მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტსა და მე-8 ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფული დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის არ განეკუთვნება საქონელს, რის გამოც მასთან დაკავშირებული ოპერაციები, როგორიცაა სესხის გაცემა, პროცენტის მიღება ვერ ჩაითვლება დასაბეგრ ოპერაციად.
…სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით (საბოლოო გახდა 2005 წლის 27 დეკემბერს) დასაშვებად გამოცხადდა შპს „...ს“ მიერ, კონვენციის მე-6, მე-13 მუხლებისა და #1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე წაყენებული პრეტენზიები იმ მოცულობით, რომლითაც ისინი 2002 წლის 7 ივნისის შემდგომ პერიოდს ეხება, ხოლო განაცხადის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდა დაუშვებლად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, საქართველოს 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილი და 168-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ.გ.” ქვეპუნქტი. Yყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს სააპელციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება;
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
…გამომდინარე, საჩივარში ნახსენები არარეზიდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხები უნდა დაკვალიფიცირდეს ფინანსურ ოპერაციად და შესაბამისად არ უნდა იქნეს განხილული ავანსის მიღებად და არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი განსაზღვრავს საქონლის ცნებას, რომლის მიხედვითაც „საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და…
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს: არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა - მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 და მე-13 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ფერწერული ტილოები, არის აქტივი/საქონელი ვინაიდან ტილოები განკუთვნილია შემდგომი რეალიზაციისთვის.
…136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის (საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი - საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი) ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური ღირებულების გადასახადის…
…დაკმაყოფილდეს. 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში 19.06.2023 წელს…
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 13, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-13/