1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
ა.ა) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისთვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ავარიის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისთვის);
ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;
ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;
ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;
ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.
2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:
ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ;
ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;
გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;
დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2015
წლის 1 მაისის
კანონი №3530 – ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5372
- ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 1
დეკემბრის კანონი №57
- ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№499
- ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №845
- 15.07.2020 კანონი №6942
- 23.03.2017 კანონი №499
- 01.12.2016 კანონი №57
- 08.06.2016 კანონი №5372
- 01.05.2015 კანონი №3530
- 06.12.2011 კანონი №5371
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. საქველმოქმედო საქმიანობა 1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება: ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის: ა.ა) იმსოციალური ფიზიკურიდაცვის პირებისათვის,საჭიროების რომლებიცმქონე სოციალურფიზიკური დაცვას,პირებისთვის, სამედიცინო დახმარებასდახმარების საჭიროებენ,საჭიროების აგრეთვემქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის,პირებისთვის მათ(მათ შორის:შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,პირებისთვის, მოხუცებულებისათვის,ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისათვის,ბავშვებისთვის, მარჩენალდაკარგულებისათვის,მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვისპირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვისპირებისთვის – ავადმყოფებისათვის,ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის,წევრებისთვის, ომების,ომის, შეიარაღებული კონფლიქტების,კონფლიქტის, ავარიების,ავარიის, სტიქიური უბედურებების,უბედურების, კატასტროფების,კატასტროფის, ეპიდემიებისეპიდემიის ან/და ეპიზოოტიებისეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისათვის;დაზარალებულებისთვის); ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის; ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით; ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას; ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება. 2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.