1. ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა;
ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;
გ) რელიგიური საქმიანობა;
დ) დაქირავებით მუშაობა;
ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე განთავსება;
ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:
ა) საწარმომ;
ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1
- ვებგვერდი,.1
.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 02.08.2021 კანონი №884
- 15.07.2020 კანონი №6942
- 14.07.2020 კანონი №6817
- 26.12.2013 კანონი №1886
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა 1. ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა; დ) დაქირავებით მუშაობა; ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე განთავსება; ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით. 3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა: ა) საწარმომ; ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 58 8 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(67)
- საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
ეკონომიკური საქმიანობის დეფინიციას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
ამდენად, კლიენტის მიერ დატოვებული მონეტები, რომელსაც კაზინოს მენეჯერი კრეფდა და შემდგომში ნაწილდებოდა თანამშრომლებზე, საგადასახადო კოდექსის 9.1 და 102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, საგადასახადო მიზნებისთვის წარმოადგენს კაზინოს ეკონომიკური საქმიანობით (მომსახურების მიწოდებით) მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, რომელიც ამავე კოდექსის 99-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით, თავისუფალია მოგების გადასახადისაგან.
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის არსს, კერძოდ: (1). ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ბს-1256(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე და განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და…
- საქმე №ბს-823(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
კასატორი მიუთითებს ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-987(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-811(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ბს-92(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
- საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
- საქმე №ბს-422(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №ბს-709(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ბს-477(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ბს-165(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №ბს-572-572(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-946-942(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2018
- საქმე №ბს-1030-1024(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2018
- საქმე №ბს-1046-1040(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2018
- საქმე №ბს-610-607(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2017
- საქმე №ბს-515-512(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.09.2017
- საქმე №ბს-493-490(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-289-287(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2017
- საქმე №ბს-216-214(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2017
- საქმე №ბს-222-219(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2014
- საქმე №ბს-205-203(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №330310016001499688 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330310017002110271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330310018002566312 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330310017001860116 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310018002512234 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310018002269741 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №080310016001491884 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №330310017001885092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №080310016001500550 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №330310017001792621 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №080370017002187543 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №080370017002201220 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330310018002251202 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.12.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 67-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება