მუხლი 5. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები
საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლი · სგკ 5
თავი I — საქართველოს საგადასახადო სისტემა
1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები 1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. 2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე. 3. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(133)
საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
…ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიეკუთვნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ზემოაღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საქმე №ბს-563(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
…ურთიერთობებს, ასევე საგადასახადო კონტროლის, საგადასახადო პასუხისმგებლობის, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების, საგადასახადო დავის გადაწყვეტის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს. საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საქმე №ბს-779(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საგადასახადო კოდექსის 5.1 მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-428(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
საქმე №ბს-1224(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ბს-1324(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2022
საქმე №ბს-1178(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2022
საქმე №ბს-715(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
საქმე №ას-1210-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
მათი გამოყენება გადამხდელის ჩათვლის უფლების შეზღუდვისთვის ნორმის მიზნის დამახინჯებაა და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლს. - მეორე - ნორმის შერჩევითი გამოყენება: შემოსავლების სამსახური ერთი და იმავე ნორმას ორი მიმართულებით იყენებს: მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის…
შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ოპერაციის რეალური ეკონომიკური შინაარსის გათვალისწინებით (საგადასახადო კოდექსის 4-ე და 5-ე მუხლები) ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკისა და თანასწორობის პრინციპებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების მნიშნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს დებიტორული დავალიანების პირობებში, რაც წარმოადგენს გავრცელებულ და ნორმალურ ეკონომიკურ პრაქტიკას.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5, მე-9, 101-ე და 154-ე მუხლებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ბანკის ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და ხარჯები.
…ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიეკუთვნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლზე მითითებით აღნიშნული მიაჩნია არასწორად, რადგანაც: სსიპ ----თან დადებული ხელშეკრულებით ( მე-5 და მე-6 მუხლები) ცალსახად განსაზღვრულია, რომ თანხის მიღების უფლების მოპოვებისათვის მომსახურების გამწევის მიერ აუცილებლად უნდა გამოწერილი იქნეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 5, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-5/