1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
4. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა 1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. 3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 4. საქართველოს(ამოღებულია ფინანსთა- მინისტრი26.12.2013, ამ№1886). კოდექსის ცალკეული თავების და მუხლების გამოყენების მიზნით გამოსცემს ინსტრუქციებს. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ინსტრუქცია შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. თუგადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულირატიფიცირებულ და ძალაში შესულიშესულ საერთაშორისო ხელშეკრულებითხელშეკრულებას დადგენილიააქვს საქართველოსუპირატესი საგადასახადოიურიდიული კანონმდებლობითძალა დადგენილისგანამ განსხვავებულიკოდექსის დაბეგვრასთან დაკავშირებული ნორმები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.მიმართ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(176)
- საქმე №ბ-1101-4(გან-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევითი ძალა, კერძოდ, გადასახადებით დაბეგვრისთვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ( საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება არა გადასახადის გადახდის, არამედ საგადასახადო სანქციის, კერძოდ, ფულადი ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებას.
- საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…სხვაობა 48 497 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამატებით დაექვემდებარა დაბეგვრას 20%-ის ოდენობით და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 4850 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
- საქმე №ბს-1210(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ…
- საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 126-129-ე მუხლებზე, 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 262-ე, 267-ე, 268-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული,,საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის,,ა“ პუნქტზე, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ერთადერთ სადავო საკითხს წარმოადგენს სს,,პ...ს“ მიერ სუბორდინირებული სესხებით მეორადი კაპიტალის გაზრდის საკითხი.
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 171-ე მუხლის…
- საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ბს-1256(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-1060(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ბს-541(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-554(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-781(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
- საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
- საქმე №ბს-937(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-269(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
- საქმე №ბს-131(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-421(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №ბს-841(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2020
- საქმე №ბს-834(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-910(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
- საქმე №ბს-389(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-1537(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №ბს-153(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2019
- საქმე №ბს-1397(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-1117(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ბს-759-759(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2018
- საქმე №ბს-858-850(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2018
- საქმე №ბს-573-573(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №ბს-854-846(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2018
- საქმე №ბს-915-911(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №ბს-1166-1160(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2018
- საქმე №ბს-528-525(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
- საქმე №ბს-765-757(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2017
- საქმე №ბს-702-695(2კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 176-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება